კირბულახის ხიდი

მარაბდა-კარწახი რკინიგზის ფარგლებში ახალქალაქში კირბულახის ხიდის მშენებლობა დაიწყო, რომლის სიგრძეც 155 მეტრია. მშენებლობას ქართული კომპანია შპს ,,ხიდი’’ ახორციელებს და აღსანისნავია, ის ფაქტი, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს არის პირველი სარკინიგზო ხიდი, რომელიც საქართველოში შენდება. 

კარწახიდან თურქეთს გვირაბი დააკავშირებს, რომლის სიგრძე 4,4კმ იქნება.
ახალ სარკინიგზო ხაზზე 35 ხიდი შენდება და რემონტდება, რათა რკინიგზა უფრო მოქნილი და უსაფრთხო იყოს.

 

რკინიგზის მთელ ტერიტორიაზე იგეგმება სადგურების მშენებლობა: 

1. სადგური "ცხრა ძმა" 

2. სადგური "წინწყარო"

3. სადგური "თეთრიწყარო"

4. სადგური "ნადარბაზევი"

5. სადგური "ბედენი"

6. სადგური "წალკა"

7. სადგური "თრიალეთი" 

8. სადგური "თაფარავანი"

9. სადგური "ფოკანი"

10. სადგური "ნინოწმინდა"

11. სადგური "კარწახი"