პოლონეთის დელეგაცია ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას გაეცნო
13/11/2013

12 ნოემბერს საქართველოს საქმიანი ვიზიტით ეწვია პოლონეთის ტრანსპორტის, მშენებლობისა და საზღვაო ეკონომიკის მინისტრი, ბატონი ვლადიმერ ნოვაკი. მისი დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან კერძო სექტორის ხელმძღვანელი პირები: ბატონი თომას სზუბა, კომპანია „TINES SA”-s აღმასრულებელი დირექტორი და ბატონი ჯასეკ ჯოდა, კომპანია „PESA SA”-ს მარკეტინგის განყოფილების უფროსი.

დელეგაციის წევრები გუშინ ეწვივნენ „შპს მარაბდა-კარწახის რკინიგზას“, სადაც გაეცნენ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის მიმდინარეობას.  

დღეს კი, დელეგაციამ პოლონეთის ტრანსპორტისა და მშენებლობის მინისტრის ხელმძღვანელობით, დაათვალიერა ობიექტები, სადაც დელეგაციის წევრები გაეცნენ ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის I და II ეტაპებს, ასევე ეწვივნენ ჭივჭავის სადგურს, სადაც მშენებლობის პროცესი დასრულების ეტაპზეა.