აბდულა გიული
06/09/2013

თურქეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტები მსოფლიოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გახდება და ვაჭრობის ბალანსს შეცვლის,–ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, აბდულა გიულმა ადგილობრივ ტელეკომპანია TRT Haber–თან ინტერვიუში განახცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ბაქოთბილისიყარსის მშენებლობა პეკინიდან ლონდონამდე ერთიან სატრანსპორტო დერეფანს შექმნის.

„ბაქო–თბილისი–ყარსი „აბრეშუმის გზის“ პროექტის შემადგენელი ნაწილია, რომელმაც ვაჭრობის ბალანსი მსოფლიოში უნდა შეცვალოს. ჩვენ, აზერბაიჯანელ და ქართველ კოლეგებთან ერთად ვცდილობთ, რომ მშენებლობა სწრაფად დასრულდეს“, – განაცხადა გიულმა.