სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი
07/05/2015

 

მართალია, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ხაზის მშენებლობა არ დასრულებულა, მაგრამ  ამ მიმართულებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად შეიძლება ჩაითვალოს.

ეს გეოპოლიტიკური დატვირთვის პროექტია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს, შორეულ პერსპექტივაში კი ცენტრალური აზიის ქვეყნებს, თურქეთთან და ევროპასთან სახმელეთო ტრანსპორტით დაკავშირება შეეძლებათ. ფაქტობრივად, ეკონომიკური კავშირები უფრო სტაბილური, მყარი და შეუქცევადი ხასიათის იქნება. არა მხოლოდ დეკლარაციისა და მენტალობის დონეზე, არამედ, გეოგრაფიულადაც, საქართველო უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება ევროპას. რაც შეეხება პროექტის ღირებულებას, საუბარია დაახლოებით მილიარდ დოლარზე. ხარჯების კუთხითაც ეს ძალიან მასშტაბური პროექტია. მომავალ წელს უკვე რეგულარული სატრანსპორტო მიმოსვლა დაიწყება ამ გზით და შედეგებიც მალე სახეზე იქნება. 

 

www.ambebi.ge

ათწლეულის 10 ყველაზე მასშტაბური პროექტი საქართველოში