![]() |
||||||||||||||||||||
შპს "მარაბდა-კარწახის რკინიგზა" |
||||||||||||||||||||
|
საიტი შემუშავების პროცესშია
ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის პროექტი საქართველოს პრეზიდენტის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მიერ გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის პროექტის რეალიზაცია. აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს:
პროექტის დაფინანსება ხორციელდება აზერბაიჯანული მხარის მიერ, საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად. საქართველოს ტერიტორიაზე ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობის პროექტის რეალიზაციას ახორციელებს ამ მიზნით 2007 წელს შექმნილი კომპანია „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“. ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების პროცესში დასაქმდება 4000 ადამიანზე მეტი. ამასთან, დასაქმების პროცესში პრიორიტეტი მიენიჭება ადგილობრივ მოსახლეობას. ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთის ექსპლუატაციის პროცესში დასაქმდება 2000 ადამიანზე მეტი. პროექტის განხორციელებით შეიქმნება, როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში, ასევე მთელს ევრაზიაში მდგრადი სატრანსპორტო ქსელი, რომელიც განამტკიცებს რეგიონალურ უსაფრთხოებას და უზრუნველყოფს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას. ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი სარკინიგზო ხაზი წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული სატრანსპორტო დერეფნის ძირითად რგოლს, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და სტაბილურობას რეგიონში. ბაქო-თბილისი-ყარსის შემაერთებელი სარკინიგზო ხაზი წარმოადგენს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანს და აღნიშნულის გათვალისწინებით საერთაშორისო ექსპერტები მას მოიხსენიებენ როგორც „რკინის აბრეშუმის გზას“. |
|||||||||||||||||||